საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას გამართავს. 8 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი მალტას სტუმრად დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. დისკვალიფიკაციის გამო მალტასთან შეხვედრას თინათინ ამბალია გამოტოვებს.
მალტა - საქართველოს მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge