ჟერარ პიკე, რომელიც წარსულში ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველად თამაშობდა, "პარი სენ-ჟერმენს" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად თვლის. "პსჟ-მ" "ლივერპულთან" გაიმარჯვა, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა", - აღნიშნა მან.
"მე მისი ხელმძღვანელობით 2014-2017 წლებში ვითამაშე "ბარსელონაში", სადაც ჩემპიონთა ლიგა მოვიპოვეთ. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ზუსტად ესმის, რა სურს გუნდისგან"
"კლუბის ხელმძღვანელობა მას სრულად უჭერს მხარს, რაც გუნდის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ლიდერია" - განაცხადა პიკემ.
ცნობისთვის, პარიზული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი პარიზში, "პარკ დე პრენსის" სტადიონზე, 2025 წლის 9 აპრილსაა ჩანიშნული, ხოლო საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს, ბირმინგემში შედგება.