საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ გუნდში საკუთარი ტრანსფერი შეაფასა.
"ჩემთვისაც ბევრი რაღაც შეიცვალა და ბევრი რაღაც მომცა პსჟ-მ. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ პატივს მცემენ, რაც მეხმარება, რომ უფრო მეტი ვიშრომო და თამაშზე და ფეხბურთზე უფრო მეტად კონცენტრირებული ვიყო.
ასეთი დონის ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილებაა - თვითონ გუნდშიც ისეთი კარგი ატმოსფეროა, რომ რთულია სხვანაირად იგრძნო თავი", - განაცხადა ხვიჩამ.