F ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ხორვატია ბელგიას დაუპირისპირდა, დაამარცხა და ჯგუფიდანაც გავიდა, თუმცა მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი გაურკვეველი იყო. ლუკა მოდრიჩი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ემაზდებოდა, თუმცა ენტონი ტეილორმა VAR-ზე გადამოწმების შემდგომ ეპიზოდი გააუქმა შემტევის თამაშგარეში ყოფნის გამო. მომენტი ნამდვილად საკამათო იყო და გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია.
ერთ-ერთი მათგანი წერს: "სხეულის რომელ ნაწილს იყენებენ ამის გასაზომად? მხრები?... ისინი შემთხვევით განსაზღვრავენ ყველაზე "მხრის" ნაწილს თუ მხარს?" მეორემ თქვა: "მოაშორეთ ეს ხაზები. ეს თამაშისთვის სასიკეთო არაა.VAR-ის შემოღებამდე ეს გოლი ჩაითვლებოდა."