"ხვიჩას გაუქმებულ გოლზე ამის თქმა შემიძლია" - არნე სლოტის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას გაუქმებულ გოლზე ამის თქმა შემიძლია" - არნე სლოტის კომენტარი

"ხვიჩას გაუქმებულ გოლზე ამის თქმა შემიძლია" - არნე სლოტის კომენტარი
დღეს, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ლივერპულს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, ლუის ენრიკეს გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.

ზემოთხსენებულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც თამაშგარეს გამო გაუქმდა, რაზეც მოგვიანებით ლივერპულის თავკაცმა არნე სლოტმაც ისაუბრა.

"რაც შეეხება კვარას არჩათვლილ გოლს - უკვე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, სხვის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ, ლაპარაკი მხოლოდ ჩემს გუნდზე შემიძლია - მიუხედავად ამისა ვიტყოდი, რომ თამაში მაღალი დონის არბიტრმა განსაჯა და მან უკეთ იცის ყველაფერი", - განაცხადა სლოტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი