გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ლივერპულს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, ლუის ენრიკეს გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.
"ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, ძალიან ბევრი შანსი შევქმენით და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.
ალისონი მოედანზე საუკეთესო იყო", - განაცხადა ენრიკემ.