დინამო თბილისის 16 წლის მცველის საბა ხარებაშვილის ტრანსფერით ბარსელონა, რეალ მადრიდი და ლივერპული დაინტერესდა - ინფორმაციას ამის თაობაზე ჟურნალისტი ბენს ბოშაკი ავრცელებს.
როგორც წყარო ირწმუნება, ბოლო პერიოდში მერსისაიდელები 16 წლის მარცხენა მცველს აქტიურად აკვირდებიან.
ასაკის მიუხედავად, საბას დინამოს მთავარ გუნდში უკვე 28 მატჩი აქვს ჩატარებული და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 4 შეხვედრა.