დღეს, ჩვენი დროით 00:05-ზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში ლილის წინააღმდეგ ითამაშებს.
აღნიშნული შეხვედრა კვარას გუნდისთვის ლივერპულთან მატჩამდე ბოლო, გენერალური რეპეტიცია იქნება და არის შანსი, რომ საჩემპიონთალიგო შტრიხები ლილთან თამაშში გამოჩნდეს კიდეც.
არსებობს ორი ვარაუდი. პირველი, რადგანაც პსჟ მეორეადგილოსან მარსელს 13 ქულით უსწრებს, არის შანსი, რომ ენრიკემ კარტები ბოლომდე არ გაშალოს და ლივერპულს სიურპრიზები შემოუნახოს.
რაც შეეხება მეორე ვარაუდს, ის ფეხბურთელების სრულფასოვან დატვირთვას და ჩემპიონთა ლიგისთვის დიდი განწყობის შექმნას უკავშირდება.
უმეტესწილად გამოცემები წერენ, რომ ენრიკე ლილთან შემტევებს, მათ შორის კვარას ბოლომდე დატვირთავს და ქართველს სასტარტოში მორიგ ჯერზე ვიხილავთ.