ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მორიგი კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩას წასვლა? ასეთი მოთამაშეების შუა სეზონში წასვლა დიდ სინანულის გრძნობას იწვევს და ადვილი არასდროს არ არის..
კვარაცხელიას წასვლამ მასწავლა ის, რომ ისეთი სიტუაციების გამოსასწორებლად მუდმივად მზად უნდა ვიყოთ, რაც ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული.
მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა მანამ.