"ეს მისი დამსახურებაცაა" - დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო » სპორტის ხაზი

"ეს მისი დამსახურებაცაა" - დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო

"ეს მისი დამსახურებაცაა" - დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო
გუშინ, 13:23
Aa Aa
გაზიარება:

უსმან დემბელე ჩინებულ ფორმაშია - 27 წლის ფრანგ შემტევს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 24 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

ყოველივე ამაში დემბელემ თანაგუნდელები "დაადანაშაულა" და პსჟ-ის ვინგერებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ბარკოლაზე მოკლე კომენტარიც გააკეთა.

"გუნდში ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობს. ის ფაქტი, რომ შეტევების დასაგვირგვინებლად სწორ პოზიციას ვარჩევ ხოლმე, გოლების გატანაში ძალიან მეხმარება.

თანაგუნდელები - ბრედი ბარკოლა, დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ გადაცემებს მიკეთებენ და მეც ის დამრჩენია, გავიტანო
", - განაცხადა დემბელემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი