ხვალ, ჩვენი დროით 23:45-ზე საფრანგეთის ჩემპიონატში დიდი მატჩი გაიმართება, სადაც ლიონი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.
ცხადია, პირველ რიგში, ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელობას ქართველი ფეხბურთელების, გიორგი მიქაუტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას გამო იძენს.
როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა, ლიონის მთავარი ფორვარდი, ალექსანდრ ლაკაზეტი სათამაშოდ მზად არ არის და ძირითადში სწორედ მიქაუტაძეს უნდა დაველოდოთ, პარიზში კი კვარას არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.
ეს იმას ნიშნავს, რომ 23 თებერვალს საფრანგეთის ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ქართველების დერბის ვნახავთ.