ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ადემოლა ლუკმანი ატალანტას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
აღნიშნულს ორი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი ისაა, რომ ლუკმანის წასვლა აქამდეც იგეგმებოდა, თუმცა ტრანსფერი უწინ ვერ შედგა და მომავლისთვის გადაიდო.
გარდა ამისა, სიტუაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის სიტყვებმაც გაამძაფრა, რომელმაც ლუკმანზე თქვა, რომ პენალტის ძალიან ცუდი შემსრულებელია.
როგორც იწერება, ატალანტა შეეცდება, რომ გასპერინის და ლუკმანის გარშემო არსებული სიტუაცია დააცხროს, თუმცა გამოსავალი ნაკლებად მიიღება.