"კმაყოფილი ვარ თუ არა კვარაცხელიას დებიუტით?" - ლუის ენრიკეს პასუხი ჩემპიონთა ლიგის წინ » სპორტის ხაზი

"კმაყოფილი ვარ თუ არა კვარაცხელიას დებიუტით?" - ლუის ენრიკეს პასუხი ჩემპიონთა ლიგის წინ

"კმაყოფილი ვარ თუ არა კვარაცხელიას დებიუტით?" - ლუის ენრიკეს პასუხი ჩემპიონთა ლიგის წინ
18-02-2025, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენის" თავკაც ლუის ენრიკეს, მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის, "ბრესტის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთ-ერთი კითხვა პარიზელთა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაისვა.

ჟურნალისტმა ენრიკეს ჰკითხა, კმაყოფილი იყო თუ არა "კვარას" დებიუტით, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

"დიახ, კმაყოფილი ვარ. მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. რთულია ქვეყნის, გუნდის, ენის შეცვლა. ასევე დრო სჭირდება მის ოჯახსაც. ამას დრო სჭირდება. მოხარული ვარ, როგორც ვარჯიშობს, როგორც იქცევა. ეს პროცესია. ეს გრძელვადიანი ტრანსფერია. ვცდილობთ, პირველივე წუთიდან გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები"

- თქვა გამოცდილმა სპეციალისტმა ხვიჩაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი