ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის რიგებში პირველი გოლი გაიტანა და შესანიშნავი გამოხმაურებაც მიიღო.
მატჩის შემდეგ დიდებულად ისაუბრა კვარაზე როგორც ლუის ენრიკემ, ასევე გუნდის ნახევარმცველმა ვიტინიამ. აი, რა თქვა მან:
იოლი სულაც არაა, რომ სეზონის შუა ნაწილში სხვა ქვეყანაში გადახვიდე. იმედი გვაქვს, რომ ხვიჩას ეს გოლი გაათავისუფლებს. მას თავისუფლებას ვაძლევთ, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, რომ წნეხს არ იგრძნობს. ის უკვე ძალიან გვეხმარება.
- თქვა ვიტინიამ.