გუშინ, 00:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასზე ქვედალიგელ ლე მანს ეწვია და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან პირველი გოლი დუემ გაიტანა, მეორე და უკანასკნელი კი ბარკოლამ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის კვლავ სასტარტოში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრა.
აშკარად ჩანდა, რომ კვარას მესამე მატჩი მეორეზე გაცილებით კარგი გამოუვიდა, რაც Sofascore-ს შეფასებაზეც აისახა (8.1, ყველაზე მაღალი). ხვიჩა ძირითადად საკვანძო პასების დარიგებაზე იყო ორიენტირებული და რამდენიმე პოტენციური საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა გუნდელებმა მათი გამოყენება ვერ შეძლეს.
აი, რას წერენ ფრანგები კვარაზე: