საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი იქნება, მეორე მეტოქის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
2025 | 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2027 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.