ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი განაახლა.
როგორც ვკითხულობთ, ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს კიდევ 3 წლით, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ჩაიბარებს.
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობს. მასთან ერთად გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე 1/4-ფინალი ითამაშა, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან სკანდალურად დამარცხდა.