როგორც იცით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ვახტანგ სალია, რომელიც ნიუკასლმა შეიძინა, ამ დღეებში გუნდის თამაშს დაესწრო და ადგილობრივი გარემო მოინახულა.
მოგვიანებით მედიაში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ედი ჰაუს კომენტარი გავრცელდა, რომელიც სალიას პირადად შეხვდა და გაესაუბრა კიდეც.
კარგად ვისაუბრე როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან. ის კარგი და ნიჭიერი ბიჭი ჩანს. ჯერჯერობით არ ვიცი თუ რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი, თუმცა ვხედავ, რომ სწავლას მოწყურებულია და საქმისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს.
- თქვა ედი ჰაუმ ვახტანგ სალიაზე.
შეგახსენებთ, რომ სალია ნიუკასლში 2025 წლის ზაფხულიდან გადავა.