უკვე რამდენიმე დღეა იწერება, რომ გალათასარაი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებულია და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ლიონი მზად არის ფეხბურთელი გაასხვისოს.
გარდა თურქული გუნდისა, ქართველი შემტევის ტრანსფერზე ინგლისური კლუბებიც მუშაობენ და რაც ყველაზე მთავარია, ინტერესი იუვენტუსმაც გამოხატა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თურქმა ფანებმა სოციალურ ქსელში მიქაუტაძეს ვიდეო უკვე მიუძღვნეს.
იხილეთ ვიდეო: