სულ ცოტა ხნის წინ, Transfermarkt-მა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები ოფიციალურად განაახლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეცვლილია ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება, რომელიც ამ მომენტისთვის არა 80, არამედ 85 მილიონ ევროდ ფასობს.
სხვათა შორის, პროგრესი აქვს ემპოლის ქართველ მცველ საბა გოგლიჩიძესაც, რომლის ფასიც 3 მილიონით გაიზარდა და ახლა ის 8 მილიონი ევრო ღირს.