მანჩესტერ სიტი ამ სეზონში ისეთი გამტანი გუნდი ვერ არის, როგორც პეპ გვარდიოლამ წინა სეზონებში მიგვაჩვია - ყოველივე ამაზე მცირე კომენტარი თავად გვარდიოლამაც გააკეთა.
"ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი გოლების ნაკლებობის მიზეზი ერლინგ ჰოლანდია - მის გარეშე ახლა უფრო რთულ ვითარებაში ვიქნებოდით.
მალე ერლინგი თამაშში 2-3 გოლს გაიტანას, ნახავთ, რომ ასე მოხდება, რადგან ის ამას ყოველთვის აკეთებდა", - განაცხადა გვარდიოლამ.
ცნობისთვის, მე-12 ტურის მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგაში 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ბომბარდირთა დავას ერლინგ ჰოლანდი 12 გოლით ლიდერობს.