დღეს, 21:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი რომას დაუხვდება და შეეცდება, რომ 3 ქულის მოპოვებით ცხრილის სათავეში დაბრუნდეს.
მატჩამდე ნაპოლისთვის კარგი სიახლეებია. როგორც იტალიაში დაწერეს, გუნდის ხერხემალი სტანისლავ ლობოტკა ძირითადში დაბრუნდება და გილმორი სკამზე გადაინაცვლებს.
რაც შეეხება დანარჩენ 10 კაცს, მათ შემთხვევაში ანტონიო კონტე ცვლილების განხორციელებას არ აპირებს. აი, ასეთ თერთმეტეულს ვარაუდობენ ნაპოლისგან:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, მაკტომინეი, - პოლიტანო, ლუკაკუ, კვარაცხელია.