იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი შინ რომას უმასპინძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ქართველი ფეხბურთელის შეჩერების გეგმას აქვეყნებს, რომელიც რომაელთა თავკაცმა, კლაუდიო რანიერიმ შეიმუშავა.
"ქართველს მოედანზე მუდმივად 27 წლის თურქი მცველი ზეკი ჩელიკი გაყვება, რომელსაც შიგადაშიგ სტეფან ელ შაარავიც დაეხმარება და სწორედ ეს დუეტი შეეცდება კვარას ერთობლივად განეიტრალებას", - წერს გამოცემა.
მოგეხსენებათ, ეს უკვე იტალიაში კარგად ნაცადი ტაქტიკაა - ხვიჩას არაერთი თამაში ჩაუტარებია უმაღლეს დონეზე, როცა მას მოედანზე ორი მეურვე ჰყავდა.
ცნობისთვის, ზემოთხსენებული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.