იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს და დიდი შედეგებითაც ვერ დაიკვეხნის, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა გადაწყვიტა.
როგორც იტალიურ მედიაში წერენ, კლუბის სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სერბი ფორვარდის ჩამნაცვლებელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.
გამოცემების მტკიცებით, ეს ფეხბურთელი ჯონათან დევიდია, რომელზეც იუვენტუსთან ერთად ბარსელონაც და სხვა არაერთი გრანდიც ნადირობს.
დუშან ვლაჰოვიჩს იუვენტუსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და კლუბის სურვილია, რომ სერბი იქამდე გაყიდონ, სანამ ის თავისუფალი აგენტი გახდება.