საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B ჯგუფის მოგებასთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ბოლო ტურში ჩეხებმა დაგვამარცხეს და ჯგუფიც თავად მოიგეს.
ეროვნული გუნდი თავად მე-3 პოზიციაზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვილი სანიოლის ბიჭებს დივიზიონში დასარჩენად ორმატჩიანი პლეიოფის გამართვა მოუწევთ.
ჩვენი სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, სომხეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი არიან, ამ გუნდებს შორის კი ქართველები გამოკითხვებიდან გამომდინარე სასურველ მეტოქედ სომხეთს მიიჩნევენ.