ევროპა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გალათასარაიმ ტოტენჰემს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის 85-ე წუთზე, მაურო იკარდიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია - როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, არგენტინელი ფორვარდისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვის მანძილე მოუწევს უქმად ყოფნა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე იკარდიმ 14 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.