იტალიელმა სპეციალისტმა პაოლო სპეჩიამ რადიო Punto Nuovo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ნაპოლის ლიდერები, ლუკაკუ და კვარაცხელია ამოუცნობი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით კი ქართველი - არ მესმის, ამ მდგომარეობაში მყოფ ხვიჩას როგორ ჰყოფნის გამბედაობა და წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვს", - განაცხადა სპეჩიამ.
შეგახსენებთ, ნაპოლი და ხვიჩა ევრო 2024-ის შემდეგ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან. ქართველი ფეხბურთელის მხარე ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.