თურქეთის სუპერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს ფენერბახჩე სტუმრად ტრაბზონსპორს დაუპირისპირდა და მეტოქე უდრამატულეს ბრძოლაში 2:3 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი ამრაბატმა მეორე ტაიმის მე-12 დამატებულ წუთზე გაიტანა, მაგრამ მანამდე იყო მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებები, რასაც პორტუგალიელი სპეციალისტიც გამოეხმაურა.
"როცა თურქულ მსაჯობაზე მიყვებოდნენ, ყველაფერს ვერ ვიჯერებდი. როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე მე წარმომედგინა - სრული სიმართლე რომ მცოდნოდა, აქ არ ჩამოვიდოდი", - განაცხადა ჟოზემ.