ესპანური Relevo წერს, რომ 38 წლის სერხიო რამოსის დამატება არგენტინულ გრანდ "ბოკა ხუნიორსს" სურს და მას ხელფასის სახით სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს.
ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია და არსებობს შანსი რამოსმა კარიერა არგენტინაში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში სერხიო რამოსმა "სევილია" დატოვა და დღემდე თავისუფალი აგენტია.
გასულ ხანებში ესპანელი ლეგენდის დამატებას ბევრი კლუბი ცდილობდა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მისულა საქმე ბოლომდე.