ხელფასზე მოგვარდნენ - კვარაცხელიას კონტრაქტში ახალი პრობლემა გამოჩნდა » სპორტის ხაზი

ხელფასზე მოგვარდნენ - კვარაცხელიას კონტრაქტში ახალი პრობლემა გამოჩნდა

ხელფასზე მოგვარდნენ - კვარაცხელიას კონტრაქტში ახალი პრობლემა გამოჩნდა
გუშინ, 12:01
Aa Aa
გაზიარება:

Calcionapoli-ს ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისი და ხვიჩა კვარაცხელიას სპორტული აგენტი ქართველი ფეხბურთელის ხელფასზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

როგორც დაიწერა, ბონუსების გათვალისწინებით ნაპოლი კვარაცხელიას 8 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ახლა თავი ახალმა მოუგვარებელმა პრობლემამ იჩინა.

ამავე წყაროს თქმით, მამუკა ჯუღელი ხვიჩას გამოსასყიდად 80 მილიონი ევროს მითითებას ითხოვს, დე ლაურენტისი კი ბევრად მეტის ჩაწერას გეგმავს.

ხვიჩას სპორტული აგენტის მიზანი ისაა, რომ გამოსასყიდი თანხა ზედმეტად არ "გაიბეროს", რათა სხვა კლუბებს მათი გადახდის საშუალება და რესურსი ჰქონდეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ჯუღელს ამ საკითხზე დე ლაურენტისთან დიდი შრომის ჩადება მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი