ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ პროვოკაციულად იქცევა ერთ-ერთი ეკვადორელი გულშემატკივარი, რომელიც ადგილობრივ ყატარელებს მიუთითებს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეუძლებელია (იხილეთ ვიდეო).
შეგახსენებთ, რომ ყატარისა და ეკვადორის მატჩი 0:2 სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა და ალბათ, ყატარის გახსნითი პერფორმანსი ისტორიას ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდის სახელით შემორჩება.
ცნობისთვის, მსოფლიოს 2022 წლის მასპინძელი მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბრის 17:00 საათზე სენეგალის წინააღმდეგ გამართავს.