ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ვალენსია" სტუმრად "ხეტაფეს" ეთამაშა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე, "ღამურების" თავკაცს, რუბენ ბარახას, გუნდის ქართველ კარის დარაჯზე, გიორგი მამარდაშვილზე, ჰკითხეს.
"მამარდაშვილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როცა გვიჭირს ის ჩვენთანაა, სწორედ მან გადაგვარჩინა გადამწყვეტ დროს.
თუ ანგარიში 2:1 გახდებოდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდებოდა.
ვწუხვარ, 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ კი ვაჩვენეთ ხელახალი მობილიზაცია, რაც საკმარისი აღარ იყო."
- ამბობს ბარახა.