"ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება" - ანა ჩემინავა მოახლოებულ მატჩებზე » სპორტის ხაზი

"ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება" - ანა ჩემინავა მოახლოებულ მატჩებზე

"ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება" - ანა ჩემინავა მოახლოებულ მატჩებზე
19-10-2024, 03:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება.

ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

"ისტორიული მომენტია ქალთა ნაკრებისთვის. ამას წლების განმავლობაში ველოდით. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით, რადგან პასუხისმგებლობაც ორმაგია. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ ნაკრებს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სტიმულს გულშემატკივარი გვაძლევს. ყველას ველოდებით სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნა გაივსება, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის და გუნდის თითოეული წევრისთვის. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ."


- ამბობს ნაკრების წევრი ანა ჩემინავა. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი