მარიო ბალოტელი სამშობლოში, კერძოდ კი სერია ა-ში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც იწერება, 34 წლის ფეხბურთელი ჯენოასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და შეთანხმებამდე სულ მცირე დეტალების დაზუსტებაა დარჩენილი.
ბალოტელი იტალიურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლო კლუბი, სადაც ის თამაშობდა თურქული ადანა დემირსპორი იყო.