ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ალბანეთი გასვლაზე ჩეხეთს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ნადიმ ბაირამიმ ჩეხეთთან მარცხზე და საქართველოსთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"საქართველომ წააგო და ვფიქრობ, კვლავ ბრძოლაში ვრჩებით - ორ დღეში მატჩი გვაქვს და იმედს ვიტოვებ, იმ გოლებს, რომლებიც ჩეხებს ვერ გავუტანეთ საქართველოს გავუტანთ.
ჩეხებს მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენზე უკეთესი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფეხბურთი ასეთი სპორტია", - განაცხადა ბაირამიმ.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ ალბანეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს, თბილისში გამართავს.