ერთა ლიგის მე-3 ტურში უკრაინისა და საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი ავსტრიელი იულიან ვაინბერგერი იქნება.
39 წლის არბიტრმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში იმსაჯა, მათ შორის 5-ჯერ ავსტრიის ბუნდესლიგაში და ერთხელაც უეფას ევროპა ლიგაზე.
მიმდინარე სეზონში 9 თამაშში (ევროპა ლიგაზე, ავსტრიის ჩემპიონატზე და სხვა) მიხედვით ავსტრიელის სტატისტიკა ასეთია - 47 ყვითელი ბარათი, 3 მეორე ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი, 5 პენალტი.
ვაინბერგერმა ბოლოს დროს კიტეიშვილის "შტურმის" 2 მატჩი განსაჯა, "ზალცბურგთან" დიდი ანგარიშით გამარჯვების ჩათვლით.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 22:45 საათზე შედგება.