საქართველოს 17-წლამდე ასაკობრივი ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრე ქუთათელაძე "ლილს" დაუბრუნდა და აკადემიის შემდეგ ფრანგული გუნდის ღირსებას 19-წლამდე გუნდში დაიცავს.
ალექსანდრე ქუთათელაძე 1.80 მეტრია და პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. იგი თბილისში დაბადებული და გაზრდილია, შემდეგ კი 2021 წლიდან "პსჟ"-ს C გუნდის ღირსებას იცავდა, საიდანაც "მონაკოს" C და B გუნდებში ასპარეზობდა.