ალბანელთა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ჩეხეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეტოქე გუნდს ვერ დაეხმარებიან გამორჩეული ფიგურები, თავდამსხმელები, რეი მანაი თურქული "სივასპორიდან", არმანდო ბროია "ევერტონიდან" და ნაკრების კაპიტანი, "ატალანტას" ცენტრალური მცველი, ბერატ ჯიმშიტი, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ალბანელთა თავკაცი სილვინიო.