თუ ალბანურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის ხასიათით ვიმსჯელებთ, ალბანელებს საქართველოსთან მოგების დიდი იმედები არ აქვთ.
საქმე ისაა, რომ 14 ოქტომბერს ალბანეთი საქართველოსთან თამაშს დიდი საკადრო პრობლემებით ხვდება, რის გამოც მათ მედიაში წერენ, რომ მესხზე თამაშისას დაცვაში ჩადგომა უპრიანი იქნება.
ევერტონის თავდამსხმელი, არმანდო ბროია ისევ ტრავმირებულია და ჯერ არავინ იცის თუ როდის დაბრუნდება. გარდა ამისა, თითქმის გამორიცხულია, რომ სივასპორის ფორვარდი, რეი მანაი დაბრუნდეს. სამწუხაროდ, არც ლეჩეს ნახევარმცველი, მედონ ბერიშა გვეყოლება. ამ დონის დანაკლისის ფონზე, უკეთესი იქნება, თუ ჩვენი მწვრთნელი აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გააკეთებს.
- დაწერა ალბანურმა abcnews-მა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ალბანეთს გასვლით შეხვედრაში 1:0 მოუგო, იქამდე კი ჩეხეთი 3-ბურთიანი სხვაობით, 4:1 გაანადგურა.