MLS-მა 2024 წლის სეზონი შეაჯამა და ის ფეხბურთელები გამოავლინა, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ.
აღნიშნულ სიაში ატლანტა იუნაიტედის ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძეც მოხვდა — 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლი და 6 ასისტია.
2024 წლის რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულზე ნომინანტებს შორის ლიონელ მესი და ლუის სუარესიც არიან.