"თუ ის რეალიდან წავა, ხვიჩას გზა სამეფო კლუბში გაეხსნება" - რას წერენ ესპანური გამოცემები » სპორტის ხაზი

"თუ ის რეალიდან წავა, ხვიჩას გზა სამეფო კლუბში გაეხსნება" - რას წერენ ესპანური გამოცემები

"თუ ის რეალიდან წავა, ხვიჩას გზა სამეფო კლუბში გაეხსნება" - რას წერენ ესპანური გამოცემები
დღეს, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ესპანურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ კატალონიის ბარსელონა ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა.

ახლახანს, კიდევ ერთმა ადგილობრივმა გამოცემა Fichajes.net-მა დაწერა, რომ კვარას ტრანსფერით მადრიდის რეალიც დაინტერესებულია და საქმე ფლორენტინო პერესამდეცაა მისული.

"რეალ მადრიდის პრეზიდენტი მომავალ სეზონში გარკვეულ პოზიციებზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში დიდი გავლენა აქვს, რის გამოც ევროპის ტოპ კლუბების ყურადღება დაიმსახურა, მათ შორისაა რეალ მადრიდიც.

როდრიგოს გუნდიდან შესაძლო წასვლამ და პრემიერლიგაში გადაბარგებამ შესაძლოა ხვიჩას გზა რეალისკენ გაუხსნას. საბოლოო სიტყვა კი მაინც ხვიჩაზე და მის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული
", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რეალ მადრიდი ხვიჩას ბავშვობის ოცნების გუნდია ხოლო მისი საფეხბურთო კუმირი ამავე გუნდის პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი