ლა ლიგა 2-ის რიგით მეშვიდე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ალმერიას უმასპინძლა და მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.
თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა მიითვალა, რის გამოც ქოჩორაშვილმა 8.2 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა!
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გუნდი ესპანეთის მეორე დივიზიონის პირველ ადგილს მოპოვებული 14 ქულით იკავებს და უმაღლეს დივიზიონში აღზევების მთავარი ფავორიტია.
თავად გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონის ლა ლიგა 2-ში მონაწილეობა 6 თამაშში აქვს მიღებული, ქართველის ანგარიშზე კი 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.