ოთარ კიტეიშვილის ზუსტად დარტყმულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ გრაცელებს "ლინცთან" გამარჯვება მოუტანა, 1:2.
თამაში ქართველმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოედანზე 58-ე წუთზე გამოვიდა და 71-ე წუთზე შეძლო გაეტანა ეს გამარჯვების გოლი.
კიტეიშვილი საბოლოოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საფეხბურთო სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, ოთარს 70 ბალიანი სისტემით 8.0 დაუწერა.