კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.
გრაცელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლის ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გახლავთ. კიტეიშვილმა პენალტი გაიტანა, რომელიც თავად მოიპოვა.
საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, ქართველი შემტევის დღევანდელი ასპარეზობა 10 ქულიდან 8.7-ით შეაფასა.