ლა ლიგის გუნდის მწვრთნეელი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ითხოვს » სპორტის ხაზი

ლა ლიგის გუნდის მწვრთნეელი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ითხოვს

ლა ლიგის გუნდის მწვრთნეელი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ითხოვს
დღეს, 15:22
Aa Aa
გაზიარება:

რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგის რომელიმე კლუბში უნდა გადავიდეს.

როგორც ჩანს, ამ ყველაფერში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. ამ შემთხვევაში საქმე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მალიორკასა და მის მწვრთნელს ეხება.

მალიორკას თავკაცი იაგობა არასატე გახლავთ, რომელსაც ქოჩორაშვილის სათამაშო პროფილი ძალიან მოსწონს და ქართველის გადაბირებას მოითხოვს.

სხვათა შორის, არასატე ქოჩორაშვილს უკვე დიდი ხანია აკვირდება და მისი შეძენის სურვილს არ კარგავს. ესპანური მედია წერს, რომ არასატეს ნომინალური საყრდენის დამატება აქვს გადაწყვეტილი, მისი ფავორიტი კი სწორედ გიორგი ქოჩორაშვილია!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი