არის შანსი, რომ იტალიის ჩემპიონატის გრანდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ, - საქმე ზუკა დავითაშვილსა და ინტერს ეხებათ.
აი, რას წერს სენტ ეტიენისა და საქართველოს ნაკრების შემტევზე Interlive.It:
დავითაშვილი ძირითადად მარჯვენა ვინგერად თამაშობს, თუმცა თუ მწვრთნელმა მოინდომა, მაშინ მეორე ფორვარდადაც დადგება. ხანდახან მას სკამზე ტოვებენ, თუმცა მინდორზე შესვლისას ბევრ რამეს ცვლის. მას უთუოდ შეუძლია, რომ ინტერის შეტევა გააძლიეროს. ნაპოლიმ რომ კვარაცხელია დაიმატა, მათ ყველა აკრიტიკებდა, შემდეგ კი ქართველმა ფურორი მოახდინა. ახლა ინტერს შეუძლია, რომ დავითაშვილის სახით ახალი კვარაცხელია დაიმატოს.
- წერს გამოცემა.