უკვე ოფიციალურად - მაურისიო პოჩეტინო ამერიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
52 წლის სპეციალისტმა აშშ-ის ნაკრეთაბ კონტრაქტი 2026 წლის 31 ივლისამდე გააფორმა და გულშემატკივრებსაც მიმართა.
"ამ გუნდს აქვს ენერგია და ვნება იმის, რომ რაღაც ისტორიულს მიაღწიოს - ეს არის ის, რამაც აშშ-ს ნაკრების მწვრთნელობა გადამაწყვეტინა. ამ ნაკრებში მე ნიჭსა და პოტენციალს ვხედავ - ჩვენ ერთად ვაპირებთ ავაშენოთ რაღაც განსაკუთრებული, რომლითაც მთელი ამერიკა იამაყებს", - განაცხადა პოჩეტინომ.