საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ დაიწყო და ჩეხეთი სახლში გაწბილებული გაუშვა, - 4:1!
თუ კარგად თამაშობს კვარა, კარგად თამაშობს მთლიანი ნაკრებიც! ეროვნულ გუნდში ხვიჩამ რიგით მე-17 გოლი გაიტანა და მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა.
როგორც იცით, ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძეა, რომელსაც ჯამურად 26 გოლი აქვს გატანილი, ხვიჩას კი იქამდე სულ რაღც 9 გოლი აკლია.
უდიდესი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია სულ მალე ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი უნდა გახდეს!