"დღეს ფეხბურთი კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს" - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ გამოცემასთან » სპორტის ხაზი

"დღეს ფეხბურთი კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს" - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ გამოცემასთან

"დღეს ფეხბურთი კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს" - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ გამოცემასთან
4-09-2024, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ფრანგულ გამოცემა So Foot-თან დღევანდელ ფეხბურთზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"აღარ არიან ისეთი მოთამაშეები, როგორიც რონალდინიო იყო, ფეხბურთელები, ვისაც შეუძლია მთელი დაცვის გვერდის ავლა დრიბლინგით და ტექნიკური უნარებით გოლამდე. შემტევი თამაშის ხარისხი არ დაცემულა, მაგრამ დღეს ფეხბურთი კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს, სადაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული, იკლო კრეატივმა და იმ უნარების გამოვლენამ, რასაც ადრე უფრო ხშირად ვხედავდით." - თქვა ახალგაზრდა ქართველმა.

მიქაუტაძემ გასულ ხანში "ლიონს" 18,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა, და ხელშეკრულება კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი