ესპანური მედიის ცნობით, ორშაბათს, 2 სექტემბერს, ესპანეთის ეროვნულმა გვარდიამ "ღამურების" შემტევი დააკავა, რომელიც დღეს გუნდის ვარჯიშზე არ გამოჩენილა.
როგორც ცნობილი ხდება, რაფა მირს ბრალი ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ედება. დანაშაულს კი ადგილი მის სახლში ჰქონდა. ამასთანავე, დაკავებულია კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ასევე, სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც ცნობილია, რაფა მირი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და უახლოეს მომავალში ის სამართალდამცველებს ჩვენებას მისცემს.